წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თერმოსკრინინგი წალკის მუნიციპალიტეტში
06 მაი 2020
 
COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მერიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში საინფორმაციო კამპანია გრძელდება - ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი სპეციალური მანქანები, ადგილობრივებს აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებდნენ სახლში დარჩენისკენ, ტემპერატურის ქონის შემთხვევაში კი ექიმისთვის დროულად მიმართვისკენ.
პარალელურად ამავე სოფლებში ჩატარდა თერმოსკრინინგი, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ წალკის მუნიციპალიტეტში ჯერ კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს თერმოსკრინინგის ამ ეტაპზე, შერჩეულ იქნა რამდენიმე მრავალეთნიკური სოფელი სადაც, მუდმივად ხდება აზერბაიჯანელი და სხვადასვა ეროვნების მოსახლეობის შემოდინება რისკის მქონე რეგიონებიდან.
თერმოსკრინინგის პარალელურად მოსახლეობას ეძლევათ აუცილებელი რეკომენდაციები ,რომელიც თითოეულმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ჯანდაცვის სამსახურმა უკეთესად მართოს ეპიდსიტუაცია.
ამჟამად თერმოსკრინინგი ჩატაუტარდა 183 ადამიანს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1968
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები