წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ სოფელ გუმბათში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
09 აგვ 2022
 

დღეს, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ სოფელ გუმბათში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის ხსოვნას პატივი მიაგო.

ასევე, გმირის ხსოვნას მოქალაქეებთან ერთად, პატივი მიაგეს მერის პირველმა მოადგილემ, ანზორ ხინიკაძემ, მერის მოადგილემ, ფეოხარ პარასკევოვმა, სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსმა, ხასან ბოლქვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

უნდა აღინიშნოს, რომ მერაბ ჭელიძის სახელობის ტურნირი გაიმართა ფეხბურთში, სადაც გამარჯვებულს მერაბ ჭელიძის სახელობის თასი გადაეცა.

ომში დაღუპული გმირის ოჯახს კი ფულადი დახმარება გაეწია 500 ლარის ოდენობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 758
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები