წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, წალკის კანიონი გაიხსნა.
16 ივნ 2022
 
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია და სხვა აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წალკის კანიონი პირველი დაცული ტერიტორიაა, სადაც კერძო საერთაშორისო ინვესტიცია განხორციელდა ებრაული კომპანიის KASS LAND-ის მიერ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 000 000 ლარია.
პროექტის ფარგლებში, კანიონზე, საქართველოში პირველად, მიწიდან 300 მეტრზე, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყო, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ წალკის კანიონის პერსონალი სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა და დასაქმდა.
კანიონის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 753
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები