წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
26 დეკ 2022
 

ნაძვის ხის ანთებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.

დამდეგი ახალი წელი, ადგილობრივებს წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფეოხარ პარასკევოვმა მიულოცა.

„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერების და წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.  ტრადიციულად ახალი იმედებით, სურვილებითა და მოლოდინით ვხვდებით ახალ წელს და მჯერა, რომ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისა თუ იდეის განხორციელებას შევძლებთ ერთად მომავალი წლის განმავლობაში“- ფეოხარ პარასკევოვი.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: უხუცესთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “თრიალეთი”; ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “თაობა"; ბავშვთა ვოკალურმა ანსამბლმა “აფხაზეთი”. ასევე, ბავშვთა ვოკალურმა ჯგუფმა “მტრედები” და ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრის აღსაზრდელებმა.  წალკაში, მთავარი ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 590
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები