წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი

 

2024-01-10

მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ

ვრცლად
2023-10-30

წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი გიგინეიშვილის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

ვრცლად
2023-11-01

ანგარიში წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2022 წლის 1 ნოემბერიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ

ვრცლად
2023-09-29

წალკას კიდევ ერთი ახალი პროექტი შეემატა, რომლის ფარგლებშიც წალკის ააიპ კომპლექსურ სასპორტო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ვრცლად
2023-05-26

26 მაისს, ქალაქ წალკის ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.

ვრცლად
2023-04-09

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა უკვდავსაყოფად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და წალკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ანზორ ხინიკაძემ, მოადგილემ ფეოხარ პარასკევოვმა,სამხედრო აღრიცხვისა და..

ვრცლად
2023-03-30

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის საკითხებს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებს.

ვრცლად
2023-03-30

დღეს წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა არსენ ჯმუხაძემ,საჩუქრები გადასცეს მუნიციპალიტეტის სკოლების 32 მოსწავლეს,რომლებმაც საბაზისო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს .

ვრცლად
2023-03-14

საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრ მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ

ვრცლად
2023-02-21

ტრენინგი გახსნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელმა ტიბორ დრაშკოვიჩმა.

ვრცლად
2022-12-28

ღონისძიებისთვის სამზადისი წალკის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად დაიწყო და 14:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, ყველა თაობის ადამიანისთვის გათვლილი სხვადასხვა აქტივობები გაიმართება.

ვრცლად
2022-12-28

#ქვემოქართლის რეგიონი #წალკა #ახალიწელი2023 #ახალიწლის დღეები

ვრცლად
2022-12-26

ნაძვის ხის ანთებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა. დამდეგი ახალი წელი, ადგილობრივებს წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფეოხარ პარასკევოვმა მიულოცა.

ვრცლად
2022-08-12

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

ვრცლად
2022-08-09

მრავალფეროვან ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საკონცერტო პროგრამა და ეთნო კუთხე, ძირითადად გასტრონომიული მიმართულებით.

ვრცლად
2022-08-09

დღეს, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ სოფელ გუმბათში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის ხსოვნას პატივი მიაგო.

ვრცლად
2022-07-28

დაჯილდოების ცერემონიაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ილია საბაძის თქმით, წალკის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება არის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლის მინიმალურად დაფასება.

ვრცლად
2022-07-28

„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“ პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში 4 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

ვრცლად
2022-07-28

სოფელ თარსონიდან მომავალი ადიდებული მდინარე და ქციის შენაკადები კალაპოტიდან გადმოვიდა, დააზიანა საავტომობილო გზა, ხიდები და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სავარგულები.

ვრცლად
2022-07-28

ტურნირზე, ქვემო ქართლის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 15 გუნდი და 170 სპორცმენი მონაწილეობდა, სადაც პირველი ადგილი წალკელმა ფალავნებმა დაიკავეს.

ვრცლად
2022-07-28

შეხვედრაზე განიხილეს სოფლის საჭიროებები. მოსახლეობის მხრიდან გაჟღერდა თხოვნა სოფ. რეხა-ხანდოს დამაკავშირებელი 3,5 მეათედი კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის შესახებ.

ვრცლად
2022-06-16

28142 კვ. მ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარკის შიდა და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა.

ვრცლად
2022-06-16

წალკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ანზორ ხინიკაძემ, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ფესტივალების და ინიციატივების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წალკის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის.

ვრცლად
2022-06-16

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია და სხვა აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვრცლად
2020-09-09

სოფ.ბეშთაშენსა და სოფ.ახალშენის დამაკავშირებელ გზაზე 4102 მ. ბეტონის საფარიანი გზის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა 5 სოფლის მოსახლეობისათვის.

ვრცლად
2020-05-06

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მერიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში საინფორმაციო კამპანია გრძელდება - ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი სპეციალური მანქანები, ადგილობრივებს აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებდნენ სახლში დარჩენისკენ, ტემპერატურის ქონის შემთხვევაში კი ექიმისთვის დროულად მიმართვისკენ.

ვრცლად
2020-04-14

COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქ წალკაში არსებულ სავაჭრო ობიექტებში, სურსათის მარაგსა და ფასებს პირადად გაეცნენ. მონიტორინგის ფარგლებში, ადგილზე გადამოწმდა  ვირუსთან დაკავშირებით შემუშავებული  რეკომენდაციების შესრულების პროცესი.

ვრცლად
2020-04-14

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმეგოდ ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის სასურსათო პაკეტების გადაცემა გრძლედება.

ვრცლად
2020-04-12

წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის, სასურსათო პაკეტების გადაცემა გრძლედება.

ვრცლად
2020-04-11

11 აპრილს, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ, მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივ მოწყვლადი კატეგოორის ოჯახებს, პირადად გადასცა სასურსათო პაკეტები და მოუწოდა მათ რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ.

ვრცლად
2020-04-06

წალკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები უერთდებიან პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ინიციატივას, კორონა ვირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილის ჩარიცხვის შესახებ.

კერძო მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში,  ხელფასის 1/3-ს კორონა ვირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ხოლო მათი მოადგილეები და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლები თავიანთი ძალებით ასევე აქტიურად ჩაერთვებიან  მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში.

 

 

 

#წალკისმუნიციპალიტეტი
#ქვემოქართლი
#StopCoV

#დარჩისახლში

#გაიგერაკეთდება

ვრცლად
2020-03-25

25 მარტს, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „წყალმომარაგების და კეთილმოწყობის “ სამსახურის მიერ, ქ.წალკაში არსებულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და საბავშვო მოედნებზე „კორონა“ ვირუსის პრევენციის მიზნით სადენზიფექციო სამუშაობი განხორციელდა.

ვრცლად
2020-03-10

წალკის მუნიციპალიტეტში, COVID-19-თან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სპორტ დარბაზები და მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა

ვრცლად
2020-03-04

წალკის მუნიციპალიტეტში, COVID-19-თან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

ვრცლად
2020-01-21

წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2020 წელს საერთო კრების, სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი, დრო , გადაწყვეტილების მიღების ფორმა და პროექტის საორიენტაციო ზღვრული ღირებულება ლარში

ვრცლად
2020-01-23

წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებსა და „დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“. პროექტის პირველადი მუნაცემების შეგროვების ექსპერტთან ქ-ნ ანა ანჩაბაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად
2020-01-24

დიაბეტის მართვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის 31 სოფლში ჩატარდა უფასო სკრინინგი დიაბეტის გამოსავლენად, სულ შემოწმდა 4274 ადამიანი.

ვრცლად
2019-11-14

2019 წლის სექტემბრიდან დღემდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება  შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესებაპროექტის ფარგლებში, წალკის ფილიალში, 45 სოფელში ახორციელდება წინასწარ შერჩეულ შაქრიანი დიაბეტის რისკ ჯგუფებთან სკრინიგს.  14 სოფელში პირველადი ჯანდაცვა აწარმოებ სსწჯს-ს მხარდაჭერით და 31 სოფელში სადაც არ არის პირველადი ჯანდაცვა სწჯსს მობილური ჯგუფი.

საერთო ჯამში რისკ ჯგუფიდან გამოვლინდა 384 დადასტურებული დიაბეტი. ახლად დიაგნოსტირებული პირების გადამისამართება ხდება შესაბამის სპეციალისტებთან და სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შემდგომი ზრუნვის მიზნით.

წალკის 45 სოფელში შეიქმნა 52 თვითდახმარების ჯგუფი, რომელიც დაახლოებით 10 -15 წევრისგან შედგება გაწევრიანებული არიან დიაბეტით დაავადებულები, მათი ოჯახის წევრები და სწჯს- მოხალისეები.

ასევე, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში ადგილობრივი თემის წევრებთან მიმდინარეობს მუდმივად ინფორმაციის გავრცელება დიაბეტის პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ;

 

Tsalka

From September 2019 to this day, Georgia Red Cross Society Tsalka Branch in the frames of the “Improved control of Diabetes Mellitus” project is conducting screening of the risk groups in 45 villages. In 14 villages screening is conducted by the primary health care system with the support of GRCS and in 31 villages with non-developed health care system screening is provided by the GRCS mobile teams.  

During this screening 384 confirmed diabetes caseswere revealed and referred to the appropriate medical specialists with the future involvement in the state program of DM disease surveillance.

At the same time in the 45 villages of the Tsalka municipality were created 52 self-support groups consisting of around 10 to 15 person each from the diabetes patients, their family members and GRCS volunteers.

In the frames of the activities stipulated by the project there is constant awareness rising and information dissemination in the local community about the diabetes prevention and the importance of the healthy lifestyle. 

 

ვრცლად
2019-11-05

4 ნოემბერს გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა რომელზეც განხილული იყო 

  1. ადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის  სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
  2.   განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  2019  წლის ოქტომბრის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
ვრცლად
2019-10-31

2019 წლის   31 ოქტომბერს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი  გიგინეიშვილმა,მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, საჯარო შეხვედრა გამართა  ამომრჩეველთან.
შეხვედრა გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში.

ვრცლად
2019-10-30

ღია დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან  სოფელ სამებაში,განთიადსა და საყდრიონში,  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა პრობლემა, აღნიშნულთან დაკავშირებით ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ და წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ თხოვნით მიმართა საგზაო დეპარტამენტს, რათა მოეწყოთ  სავალი ნაწილის გვერდითი ტროტუარები და მოწესრიგებულიყო სანიაღვრეები,  ამ ეტაპზე პრობლემის მოსაგვარებლად  შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარების სოფელ სამებასა და საყდრიონში, ხოლო სოფელ განთიადში უკვე დასრულებულია.

 

ვრცლად
2019-09-27

27 სექტემბერს წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ და რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა არსენ ჯმუხაძემ , ქ.წალკის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ჯულიეტა გასვიანს საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი.

ვრცლად
2019-09-27

წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ, მოადგილეებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად მუნიციპალიტეტის სკოლების 37 კურსდამთავრებულს, 7 ვერცხლისა და 30 ოქროს მედალი გადასცა.

ვრცლად
2019-08-02

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილიაბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში, წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, კახაბერ ოქრიაშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე, მუნიციპალიტეტში, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ, პრიორიტეტული მიმართულებებით განსახორციელებელი სამუშაოებისა და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია კი უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს.

ვრცლად
2019-07-11

საერთაშორისო ფესტივალი "არტგენი-2019" -ის ფარგლებში ქ.თბილისში ღია ცის ქვეშ ,კუს ტბის მიმდებარედ ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიზე გამართულ მე-16 ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო წალკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა.

ვრცლად
2019-07-08

სტარტი აიღო ქვემო ქართლის რეგიონალური ლიგა 2019მა

ვრცლად
2019-07-08

25, 26 ივნისაა და 3 ივლისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბეშთაშენში, გუმბათსა და ბარეთის თემში  ადგილობრივ მოსალეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

ვრცლად
2019-07-03

3 ივლისს ქვემო ქართლის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის პასუხისმგებელმა მდივანმა ამირან დიდიამ, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის და ქვემო ქართლის რეგიონის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თამაზ გველუკაშვილის სახელით, სიგელი და საჩუქრები გადასცა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, განათლების კულტურის და სპორტის განყოფილების უფროსს მაიზერ გვიჩიანს სპორტში შეტანილი წვლილისთვის.

ვრცლად
2019-07-04

4 ივლისს , ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა

ვრცლად
2019-06-12

დიაბეტის მართვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, წალკის მუნიცპალიტეტში გაიმართა, სპორტული შეჯიბრებები, სხვადასხვა სახეობებში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა

ვრცლად
2019-06-05

ქ.ბოლნისში გაიამართა "კოკა-კოლას" თასის გათამაშება, სადაც მონაწილეობა მიიღეს, წალკის მუნიციპალიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდება.
გათამაშებაში, მეორე ადგილი მოიპოვა წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.გუმბათის საჯარო სკოლის გუნდმა 

წალკის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გუნდებს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

ვრცლად
2019-06-10

წალკის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა , ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე "მგლები 7 " გაიმარჯვეს.

ვრცლად
2019-06-08

8 ივნისს ქ. წალკის, კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ, პირველად უმასპინძლა, ქვემო ქართლის ღია პირველობა ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში.

ვრცლად
2019-05-26

წალკის მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღე, საზეიმოდ აღინიშა.

ვრცლად
2019-05-24

24 მაისს, წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ვრცლად
2019-05-23

წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ სოფ.ბეშთაშენში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

ვრცლად
2019-05-08

ქ.წალკაში მდებარე პარკში წალკის მუნიციპლაიტეტის მერიის თანამშრომლებმა ხეები დარგეს.

წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ მოადგილეებთან ერთად დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

ვრცლად
2019-05-08

წალკის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების, რესურს ცენტრის და სასპორტო სკოლის მხარდაჭერით, 4-5 მაისს წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სპორტული ღონისძებები "სპორტი ბარიერის გარეშე" საჯარო სკოლების გუნდებს შორის, შემდეგ სპორტულ სახეობებში: ფეხბურთი , სპრინტი, ჭადრაკი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში.

ვრცლად
2019-05-08

წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე და ყაზბეგის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გამოცხადებული იყო ელექტრონული აუქციონი, რომელშიც გაიმარჯვა შპს „კასს ლენდმა“.
კომპანიამ იკისრა ვალდებულება, დაშბაშის კანიონზე, 83 ჰა-ზე მოაწყოს ეკოტურისტული განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ავტოსადგომები, ვიზიტორთა ცენტრი, საკვები ობიექტი, კანიონში ჩასასვლელი ხიდები და ბილიკები

ვრცლად
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები