წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ.
14 მარ 2023
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში (DGG)“ პროექტთან თანამშრომლობით, დაიწყო მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების მომზადებაში მხარდაჭერა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრ მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ

საკრებულოების წევრების ჩართვა პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებების გამოხატვისთვის. ამდენად, არჩეული თანამდებობის პირების ცნობიერების ამაღლება სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტებისა და დაგეგმვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი პრაქტიკის დამკვიდრებას.

აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა -ნი შოთა მურღულია, პროექტის კონსულტანტი.

პროექტი ხორციელდება საკონსულტაციო კომპანია პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ჩართულობით.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 564
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები