წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება
04 მარ 2020
 

წალკის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება.

წალკის მუნიციპალიტეტში, COVID-19-თან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

ამასთან, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე წალკის მუნიციპალიტეტში 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.
სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

#წალკისმუნიციპალიტეტი
#ქვემოქართლი
#StopCoV

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1780
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები