წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში
23 იან 2020
 

წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებსა და „დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“. პროექტის პირველადი მუნაცემების შეგროვების ექსპერტთან ქ-ნ ანა ანჩაბაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

✔️შეხვედრაზე შეაჯამეს 2019 წლის მდგომარეობა დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით და განიხილეს არსებული პრობლემები.

➡️აცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გაეროს განვითარების პროგრამამ
(UNDP) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან
მჭიდრო თანამშრომლობით, დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში
დაიწყო პროექტი: „დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის
სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23
მუნიციპალიტეტში“.
მოცემულ 2-წლიან პროექტს ახორცილებს ადგილობრივი კომპანია "პოლიტიკისა და
მართვის კონსალტინგ ჯგუფი" (PMCG). პროექტის მიზანია მყარი მუნიციპალური ნარჩენების
მართვისა და დასუთავების სერვისებისათვის დაინერგოს სამუშაოს შესრულების მართვის
ელექტრონული სისტემა (PMS) სამიზნე მუნიციპალიტეტებში, რომელიც დაეხმარება ამ
მუნიციპალიტეტებს უფრო ეფექტურად და ეფექტიანად დაგეგმონ, განახორციელონ და
გაუწიონ მუდმივი მონიტორინგი თავიანთ საქმიანობას მოცემულ სფეროებში. პროექტის
გეოგრაფიული არეალია 6 საპილოტე რეგიონი, კერძოდ: მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი,
გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პირველ
ეტაპზე დაგეგმილია მოცემული სისტემის აპრობირება 6 სამიზნე რეგიონის 8
მუნიციპალიტეტში, შემდგომ მისი განვრცობა - სამიზნე რეგიონების 15 დამატებით
მუნიციპალიტეტში და საბოლოოდ, მისი დანერგვის ხელშეწყობა-წახალისება - სამიზნე
რეგიონების დანარჩენ 16 მუნიციპალიტეტში. ჯამში დაფარული იქნება 39 მუნიციპალიტეტი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1645
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები