წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქ.წალკის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ჯულიეტა გასვიანს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
27 სექ 2019
 

27 სექტემბერს წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ და რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა არსენ ჯმუხაძემ , ქ.წალკის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ჯულიეტა გასვიანს საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი.

ჯულიეტა გასვიანი 68 წლის მასწავლებელია, რომლის პროფესიული მოღვაწეობაც 1975 წლიდან გალის რაიონის სოფ .დიხაზურგის საშუალო სკოლაში დაიწყო, შემდეგ იყო ქ.სოხუმის მე-13 საშუალო სკოლა,სადაც ის სოხუმის დაცემის დღემდე მუშაობდა.

აფხაზეთის დაცემის შემდეგ იძულებით საცხოვრებლად გადმოსულმა ქალაქ თბილისში გააგრძელა საქმიანობა, ხოლო 2007 წელსიდან დღემდე წალკის # 2 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელია.

10 წლის განმავლობაში, ცხოვრობდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.ბარეთში, საიდანაც, რეგიონის მკაცრი კლიმატის მიუხედავად მაინც ახერხებდა ყოველდღიურად ჩამოსულიყო ფეხით ქ.წალკაში, იმისათვის რომ მოსწალეებს ჩატარებოდათ მათემათიკის გაკვეთილები.

27 სექტემებერს ჯულიეტა გასვიანს, მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება და გადაეცა სიგელი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3409
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები