წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ღია პირველობა ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში
08 ივნ 2019
 

➡️8 ივნისს ქ. წალკის, კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ, პირველად უმასპინძლა, ქვემო ქართლის ღია პირველობა ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში.

➡️ტურნირი ჩატარდა უმცროსი ასაკის მოჭიდავეებს შორის, მონაწილეობა მიიღო : რუსთავის, მცხეთის , სართიჭალის, ნორიოს და წალკის გუნდებმა.

➡️შეჯიბრებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები : ქვემო ქართლის ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გველუკაშვილი, ვიცე პრეზიდენტი გელა ბურნაძე და სამეთვყურეო საბჭოს თავჯდომარე ბადრი ბებია.

☑️შეჯიბრებამ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩაიარა . საპრიზო ადგილებზე გადასულ მოჭიდავეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები, ხოლო ჩემპიონებს მედლებთან და დიპლომებთან ერთად თასები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული საჩუქრები.

☑️ტურნირის საუკეთესო მოჭიდავე (ლადო ბოლქვაძე) პირადად ქვემო ქართლის ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა თამაზ გველუკაშვილმა დააჯილდოვა, აღნიშნულ საჩუქრებთან ერთად გადასცა თასი და სიგელი,ასევე სიტყვით მიმართა მონაწილეებს და მომავალ სპორტულ მოღვაწეობაში უსურვა წარმატებები.

✔️წალკის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავ გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებას, ასევე 
მადლობა ქვემო ქართლის რეგიონალურ ფედერაციას თანადგომისთვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4363
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები