წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჩუქეწიგნი
23 აპრ 2019
 

23 აპრილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, #აჩუქეწიგნი - კამპანიის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ,,გუმბათის სასწავლო ცენტრს“, დაპირებისამებრ, წიგნები გადასცა.

შოთა რეხვიაშვილი და წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე ცენტრის ხელმძღვანელს, ირა ძირკვაძესა და მოსწავლეებს გაესაუბრნენ, პირადად მიულოცეს წიგნის საერთაშორისო დღე და მომავალი წარმატებები უსურვეს.

,,დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფელ ,,გუმბათის სასწავლო ცენტრში“, გავიცანით ძალიან კარგი ახალგაზრდა, ირა ძირკვაძე, რომელიც თაობებს საკუთარი ინიციატივით ასწავლის სხვადასხვა სასკოლო საგნებს და ამეგობრებს წიგნებთან. ჩვენ მათ დავპირდით, რომ მაქსიმალურად გავამრავალფეროვნებდით ცენტრის ბიბლიოთეკას და სიმბოლურად, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად გადავეცით მათთვის საინტერესო და საჭირო ლიტერატურა. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მეგობრობას, მხარს დავუჭერთ მათ, ძალიან საინტერესო, ინიციატივებს და გავაძლიერებთ ერთმანეთს“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ირა ძირკვაძემ, შოთა რეხვიაშვილს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის მხარის ხელმძღვანელი პირის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დამატებითი მოტივაციაა მომავალი აქტიური საქმიანობისთვის.

აღსანიშნავია, რომ სოფელში სასწავლო ცენტრი 2017 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც ერთადერთი ახალგაზრდული სივრცეა გუმბათისა და მიმდებარე მაღალმთიანი სოფლებისთვის. ცენტრის ხელმძღვანელის ძალისხმევით, ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული, სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში და ეუფლებიან ქართულ და ინგლისურ ენებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3510
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები