წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ინფრასტრუქტურული პროექტები
07 მარ 2019
 

7 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი თოფურიამ, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა კომპანიების მიერ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხსა და პროექტების დასრულების ვადებზე.

სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა, კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3858
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები