წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა
19 თებ 2019
 

წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე 19 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სპეციალურ პრეზენტაციას დაესწრო,რომელსაც „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, სოფიო ბეროშვილი და პროექტების მართვის მენეჯერი, ლაშა გეგეჭკორი უძღვებოდნენ.

პრეზენტაცია შეეხო რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისა და საქმიანობის განსახორციელებლად , შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას.

ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3832
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები