წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წალკის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახური
12 თებ 2019
 

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წალკის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა, 12 თებერვალს დაშბაშისა და კოხტის (დაშბაში, კოხტა-ხარება-ჩრდილისუბანი) ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს. 
 შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა:

1. მესაქონლეობა - მესაქონლეობის კუთხით გაეწიათ კონსულტაცია საქონლის სადგომების მოწყობის, საკვები ბაზის შექმნის, საქონლის ჯიშებისა და მათი მოვლა-შენახვის შესახებ.
2. სახემწიფო და არასამთავრობო პროექტები/პროგრამები - გაწეული იქნა კონსულტაცია სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები/პროგრამების შესახებ.
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები - გაეწიათ კონსულტაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და გაერთიანების მიზნით. განემარტათ ინფორმაცია უპირატესობებისა და შეღავათების შესახებ.

 შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3694
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები