წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეკომიგრანტი ოჯახები
17 ნოემ 2018
 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 79 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაცეს.

აღსანიშნავია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, 2004-2009 წლებში, შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 500 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1475
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები