წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის მოსახლეობას შეხვდა
07 მარ 2018
 

გრიგოლ ნემსაძე, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, სოფელ თრიალეთშიც იმყოფებოდა.

ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი წარმოადგენს. 

გუბერნატორმა ადგილზე შეკრებილებს ის პროექტი გააცნო, რომელიც სასმელი წყლის საქაჩი სადგურის და მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოებზე, საშუალოდ, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მოსახლეობამ შეხვედრის მიმდინარეობისას ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურის, გაზიფიცირებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საჭიროებაზე. აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტში სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1873
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები