წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის მოსახლეობას შეხვდა
07 მარ 2018
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე აგრძელებს რეგიონის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს.

➡️ამჟამად, გუბერნატორი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტას მოსახლეობას შევხვდა და ადგილზე არსებული საჭიროებები მოისმინა.

➡️გრიგოლ ნემსაძემ ადგილობრივებს შეხვედრისას ის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რომელის საფძველზეც მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.

➡️უახლოეს პერიოდში, სოფელ კოხტაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად მოწესრიგდება შიდა სასოფლო გზები.

➡️აღსანიშნავია, რომ ადგილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიმართულებით. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2039
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები