წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.
07 მარ 2018
 

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად წალკას სტუმრობდნენ.

წალკის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ემზარ გელოვანი, რესურსცენტრის უფროსი არსენ ჯმუხაძე, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Izrune.ge და Etaloni.ge არაქართულენოვანი სკოლებისთვისაც დიდი სტიმულია. ორივე პროექტში არაერთი სკოლაა ჩართული.

შეგახსენებთ, მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი Izrune.ge რამდენიმე თვეა, რაც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა. საიტის მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და რომ არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2171
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები