წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ქვემო ქართლის გუბერნატორი ეკომიგრანტის ოჯახს ესტუმრა
16 ოქტ 2015
 

13 ოქტომბერს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან ერთად წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახს ესტუმრა.

ანთაძეების ექვსწევრიანი ოჯახი წლების განმავლობაში ცარციდისების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს. როგორც ადგილობრივებმა საუბრისას აღნიშნეს, ქართული და ბერძნული ოჯახების მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება თანასოფლელებისთვის სამაგალითოა. 
ანთაძეებისა და ცარციდისების ოჯახების მეგობრობა უკვე 8 წელს ითვლის. მათ მეგობრულ ურთიერთობას ალექსი ცარციდისის წალკაში ყოველწლიური ჩამოსვლაც ადასტურებს. მშობლიურ სახლში მას ანთაძეები ღირსეულად მასპინძლობენ და ამგვარი კეთილგანწყობით ცდილობენ გამოხატონ მადლიერება სახლის მფლობელის მიმართ.
გუბერნატორმა ოჯახში სტუმრობისას სწორედ მსგავსი ურთიერთობების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. პაატა ხიზანაშვილმა სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობის მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ წალკის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი სამაგალითოა.
აღსანიშნავია, რომ მულტიკულტურული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3660
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები