წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ქალთა ოთახში“ საოფისე პროგრამებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა
25 ნოემ 2015
 

25 ნოემბერს „ქალთა ოთახი“-ს წალკის მუნიციპალურ სერვის ცენტრში, რომელიც უკვე სამი წელია ფუნქციონირებს გამგეობის შენობის პირველ სართულზე და აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების განვითარების ხელშეწყობაში, გამგეობის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტი“-ს დაფინანსებით პროექტ “ჰორიზონტის გაფართოება, გაუმჯობესებული არჩევანი, ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიხსნა საოფისე პროგრამებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები.

საოფისე პროგრამებს მსურველები შეისწავლიან ერთი თვე, ხოლო ინგლისური ენის შესწავლა გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში და ჩატარდება ყოველ დღიურად შაბათ- კვირის გარდა. ტრენინგებს ჩაატარებენ კონკურსის წესით შერჩეული კვალიფიციური ტრენერები. კურს დამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები. კურსზე მსმენელთა შორის არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები.
კურსის გახსნასა და პირველ ტრენინგის მიმდინარეობას დაესწრო წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ილია საბაძე, საკრებულოს თავჯდომარე - ირაკლი გიგინეიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუმერნატორის მოადგილე -კახაბერ გუგეშაშვილი, რომლებმაც იქ მყოფ ქალბატონებს წარმატებები

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2358
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები