წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში
19 აპრ 2016
 

16 აპრილს ქვემო ქართლში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, ერთმანეთს რუსთავის, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გუნდები დაუპირისპირდნენ. გოგონათა შორის პირველი ადგილი წალკის სოფ. საბეჭისის საჯარო სკოლის, ხოლო ვაჟთა შორის მეორე ადგილი წალკის მეორე საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.

გამარჯვებული გუნდები საპატიო სიგელითა და თასით დაჯილდოვდნენ. 
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს გუნდებს გამარჯვებას, წარმატებებს უსურვებს მათ და გულითად მადლობას უხდის გამარჯვებული სკოლების დირექტორებს და მწვრთლენებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით მათ წარმატებაში.
რეგიონულ თამაშებში გამარჯვებული გუნდები ანაკლიის ბანაკში გაემგზავრებიან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1816
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები