წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

კონკურსი „კალიგრაფიის მარგალტები“
05 მარ 2019
 

კონკურსი „კალიგრაფიის მარგალტები“

                                                    ქვემო ქართლის რეგიონი 

                                                                              ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

 

  

                                                      

პროექტის აღწერ

                                      

 

1.     პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი):

 

ü  დღევანდელობაში მოძალებული მასკულტურული და ვირტუალური გარემო ახალგაზრდებს საშუალებას არ აძლევს სრულყოფილი ურთიერთობა იქონიოს და ეზიაროს მარადიულ ღირებულებებს, ჰქონდეს წიგნთან მუდმივი ურთიერთობა, მათ შორის მდიდარ ქართულ კალიგრაფიასთან, ლიტერატურასთან და ისტორიასთან.

 

2.     მიზანი:

 

1.      ახალგაზრდების  შემოქმედებითი უნარების კონკურენტულ პირობებში წარმოჩენა და განვითარება;

2.      კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა და თანამედროვე კალიგრაფიის პერსპექტივების, პრაქტიკული მხარეების წარმოჩენა.

3.       ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება;

4.   ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა.

5.   ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება.

 

3.    ამოცანები:

 

1.      ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით ახალგაზრდების გაცნობა-დაახლოება.

2.      ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა მათი უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით.

3.      ბენეფიციარების დაახლოება შემოქმედებით აქტივობაში ჩართვის გზით.

 

4.     მონაწილეები:

 

1.      რუსთავის 38 სასწავლო დაწესებულება;

2.       გარდაბანის  36 სასწავლო დაწესებულება;

3.      მარნეულის 75სასწავლო დაწესებულება;

4.      დმანისის 28 სასწავლო დაწესებულება;

5.      ბოლნისის 34 სასწავლო დაწესებულება;

6.      თეთრიწყაროს 28 სასწავლო დაწესებულება;

7.      წალკის 31 სასწავლო დაწესებულება;

8.      სხვა ზრდასრული პირები ასაკის შეუზღუდავად

 

 

5.     განხორციელების გზები:

 

კონკურსი მოიცავს სამ ტურს.

კონკურსი ტარდება ოთხ საკონკურსო ჯგუფში:

ა) II-IV კლასების მოსწავლეები;

ბ) V-VII კლასების მოსწავლეები;

გ) IX-XII  კლასების მოსწავლეები;

) 2011-2017 წლებში გამართულ კონკურსებში უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებული კალიგრაფები.

ე) ზრდასრული პირები ასაკის შეუზღუდავად

 

 

 

I - ტური

 

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული ნებისმიერი მათთვის სასურველი ტექსტი (ორიგინალი) 100-150 სიტყვის ოდენობით (საწერი მასალა და საშუალებები შეზღუდული არ არის);

ნამუშევარს უნდა ერთვოდეს საკონტაქტო ინფორმაცია: მუნიციპალიტეტის დასახელება, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი.

II და III ტურში გადასულ  და გამარჯვებულ კონკურსანტებს  გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

ჟიურის მიერ გამოვლენილი II და III ტურში გადასული კონკურსანტების სია გადაეგზავნება სკოლების ადმინისტრაციებს და თითოეულ კონკურსანტს ეცნობება ტელეფონით.

 

II - ტური

კონკურსის II ტური ჩატარდება ქალაქ რუსთავში სკოლა „ლაზარეში“. კონკურსანტებმა ადგილზე უნდა შეასრულონ დავალებები, რომლებიც საკონკურსო ჯგუფების გათვალისწინებით განსხვავდება სირთულის მხრივ:

1.      ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა;

2.      აფორიზმის კალიგრაფიულად გადაწერა;

3.      საზედაო ასოს მოხატვა.

 

 

 

III - ტური

კონკურსის III ტურის ჩატარების ადგილი და დრო გამოცხადდება II ტურის დასრულების შემდეგ. კონკურსანტებმა ადგილზე უნდა შეასრულონ დავალებები, რომლებიც საკონკურსო ჯგუფების გათვალისწინებით განსხვავდება სირთულის მხრივ:

1.      ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა;

2.      აფორიზმის კალიგრაფიულად გადაწერა;

3.    საზედაო ასოს მოხატვა.

კონკურსანტებს დავალების შერულება შეუძლიათ A3  ან  A4 ფორმატის ფურცლებზე, რომლებიც ადგილზე დაურიგდებათ. სურვილის შემთხვევაში კონკურსანტს შეუძლია თან იქონიოს საკუთარი ფურცელი (A3  ან  A4)

მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო სხვა მასალა (სხვადასხვა ფერის კალმები, ფანქრები, საღებავები და სხვა).

დავალების შეფასებისას ლამაზი კალიგრაფიის გარდა ჟიური ითვალისწინებს ნამუშევრის სისუფთავეს, ტექსტის განაწილებას (აბზაცები, მინდვრები, სათაური), ფერების შეხამებას, გვერდის გაფორმებას (საზედაო ასოები, დეკორი).

გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება

კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს სამივე ტურის შედეგების გათვალისწინებით. სამივე საკონკურსო ჯგუფიდან გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილებზე გასული კონკურსანტები.

ასევე გამოვლინდება გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციებში (საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო გაფორმება, საუკეთესო საზედაო ასო).

არსებული საკონკურსო მასალიდან გამომდინარე, ჟიურის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დაემატოს სხვა ნომინაციებიც.

გამარჯვებულები და ნომინანტები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით

ჯილდოებს აწესებენ კონკურსის ორგანიზატორები, სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები და პირები.

კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება სკოლა „ლაზარეს“ facebook გვერდზე — https://www.facebook.com/skola.lazare.7 და ვებ-გვერდზე calligraphy.ge.

 

 

 

ვადები

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა I ტურისთვის ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 24 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:

რუსთავი, სკოლა „ლაზარე“,    მეგობრობის I გასასვლელი, N3.

II და III ტურის ჩატარების თარიღი და ადგილი კონკურსანტებს ეცნობებათ დამატებით.   

ტელეფონი: 25 44 45; 593 49 07 54; ელ. ფოსტა: skolalazare@gmail.com

 

 

6.    ორგანიზატორი:

რუსთავის კერძო სკოლა „ლაზარე“;

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია;

 

7.     მხარდამჭერები:

     რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია;

     გადაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

     მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

     თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა;

     ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

     დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

     წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3182
 
 
 
განცხადებები
ივლ 26 პარ 2019
1451
ივლ 25 ხუთ 2019
1500
აგვ 05 პარ 2016
2492
ივლ 29 პარ 2016
2553
ივლ 27 ოთხ 2016
2450
ივლ 26 სამ 2016
2450
ივლ 19 სამ 2016
2493
ივლ 19 სამ 2016
2541
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები