წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

დასუფთავების აქცია წალკაში
20 ივნ 2015
 

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 5 ივნისს, წალკის მმუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, ”საქართველოს მოხალისეთა” და ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს” ორგანიზებითა და მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

დასუფთავდა ქ. წალკისა და დაბა თრიალეთის მიმდებარე ტერიტორია და ნაგავსაყრელი. დასუფთავებაში აქტიურად ჩაერთნენ წალკის მუნიციპალიტეტის პირველი და მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სკოლიდან გამგეობის შენობამდე ველოსიპედებით მსვლელობა მოაწყვეს, მათი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის - ველოსიპედის რეკლამირება იყო. დასუფთავებაში ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა. 
წალკის მუნიციპალიტეტმა გამოყო ტრანსპორტი და შესაბამისი დამხმარე პერსონალი, რომელთაც მოგროვებული ნაგავი გადაიტანეს დაბა თრიალეთის ნაგავსაყრელზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3229
 
 
 
განცხადებები
ივლ 26 პარ 2019
1451
ივლ 25 ხუთ 2019
1500
აგვ 05 პარ 2016
2492
ივლ 29 პარ 2016
2553
ივლ 27 ოთხ 2016
2450
ივლ 26 სამ 2016
2449
ივლ 19 სამ 2016
2490
ივლ 19 სამ 2016
2541
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები