წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

„ლოგომედი“-ს სპეციალისტთა ერთ დღიანი აქცია წალკაში
22 ივნ 2015
 

2015 წლის 21 ივნისს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის ადმინისტრაციის, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტ „ლოგომედი“-ს ინიციატივითა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით წალკის მუნიციპალიტეტს „ლოგომედი“-ს სპეციალისტთა ჯგუფი ეწვია.

მედიკოსების განცხადებით, მეტყველების დარღვევები წარმოადგენს ისეთი სერიოზული ფსიქოსომატური ტიპის დაღვევის პირველ კლინიკურ სიმპტომს, როგორებიცაა: მეტყველების ფუნქციის ზოგადი განუვითარებლობა, მეტყველების რეცეპტული დარღვევა, აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობანი და ლოგონევროზი.
მოსახლეობის მიღება დაიწყო დილის 10:00 სთ-დან და გაგრძელდა საღამოს 17:00 სთ-მდე.
სპეციალისტებმა უფასო კონსულტაცია გაუწიეს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 45 მოზარდს რომლებსაც ქონდათ მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია სამკურნალო ღონისძიებიებების შესახებ და მეტყველების დეფექტების გამომწვევი მიზეზების დასაძლევად საჭირო გეგმა გააცნეს. 
ზემოაღნიშნულ აქციას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე, მოადგილეები: ფეოხარ პარასკევოვი და ემზარ გელოვანი. 
წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის - ილია საბაძის განცხადებით, იგი მიესალმება ზემოაღნიშნულ აქციას, გამოთქვამს მზაობას მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის ინიციატივებს და მადლობას უხდის „ლოგომედი“-ს სპეციალსტთა ჯგუფს აქციაში მონაწილეობისათვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3300
 
 
 
განცხადებები
ივლ 26 პარ 2019
1451
ივლ 25 ხუთ 2019
1500
აგვ 05 პარ 2016
2492
ივლ 29 პარ 2016
2553
ივლ 27 ოთხ 2016
2450
ივლ 26 სამ 2016
2450
ივლ 19 სამ 2016
2492
ივლ 19 სამ 2016
2541
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები