წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის კანიონის მიმდებარე კომპლექსის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ, მშენებელ-ინჟინერი ბადრი კვინიკაძე წალკის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა .
28 ივლ 2022
 

დაჯილდოების ცერემონიაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ილია საბაძის თქმით, წალკის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება არის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლის მინიმალურად დაფასება.

,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ისეთი შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგული პროფესიონალები, როგორიც ბატონი ბადრია. მისი წვლილი წალკის კანიონის მიმდებარე კომპლექსის მშენებლობის პროცესში ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ მე მხვდა წილად პატივი მისთვის წალკის საპატიო მოქალაქის წოდება მიმენიჭებინა. მჯერა, რომ ბატონი ბადრი, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება“,- განაცხადა წალკის მუნიცპალიტეტის მერმა ილია საბაძემ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1785
 
 
 
სიახლეები
ივლ 03 პარ 2026
648
ივნ 10 ოთხ 2026
757
აპრ 06 ორშ 2026
908
აპრ 06 ორშ 2026
792
აპრ 06 ორშ 2026
879
აპრ 06 ორშ 2026
883
აპრ 06 ორშ 2026
980
იან 28 ოთხ 2026
1126
ივლ 07 ორშ 2025
1335
 

2026 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები