წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფ
05 ივნ 2025
 

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში.

 ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.

ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე. მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდებს 18 წლის ასაკიდან.

 ტურნირის ეტაპები:

I ეტაპი – მუნიციპალიტეტების ჩემპიონების გამოვლენა;

II ეტაპი – გამარჯვებული მუნიციპალიტეტების გუნდები

იასპარეზებენ რეგიონულ პირველობაზე;

ფინალური ეტაპი – თითოეული რეგიონის გამარჯვებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში.

 მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 2025 წლის 4 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით.

 გიწვევთ, ჩაერთოთ ჩემპიონატში მეგობრებთან ერთად და გაატაროთ ზაფხული აქტიურად და ჯანსაღად!

 დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის ბმული იხილეთ ქვემოთ

რეგისტრაციის ბმული:    https://forms.gle/7ciSY7W3HTYnmGUZ9

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1061
 
 
 
სიახლეები
ივლ 03 პარ 2026
218
ივნ 10 ოთხ 2026
304
აპრ 06 ორშ 2026
507
აპრ 06 ორშ 2026
417
აპრ 06 ორშ 2026
478
აპრ 06 ორშ 2026
513
აპრ 06 ორშ 2026
566
იან 28 ოთხ 2026
756
ივლ 07 ორშ 2025
1045
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები