დღეს 20 აგვისტოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე, მოადგილე ემზარ გელოვანი და სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების ბავშვთა ზრუნვის სამსახურის სოციალური მუშაკი მარიკა კვიციანი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთში გულიკო მგელაძისა და სოფ.ბარეთში ნათელა კარაგეზოვას სოციალურად დაუცველ მრვალშვილიან ოჯახებს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები გადასცეს.
აღნიშნული პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ხანდაზმულთა და ოჯახურ მზუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება.