წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ აიაზმაში სახალხო ზეიმი „ჰავასობა“ გაიმართა
13 სექ 2015
 

13 სექტემბერს 12:00 სთ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით სოფ. აიაზმაში გაიმართა სახალხო ზეიმი „ჰავასობა“, რომელიც მიეძღვნა ცნობილი სომეხი მელექსისა და მომღერლის არმენაკ მარკოსიანის ხსოვნას. არმენაკ მარკოსიანი დაიბადა 1896 წლის 6 იანვარს წალკის რაიონის სოფ. აიაზმაში.

სამი წლის ასაკში იგი დაავადდა ინფექციური დაავადებით რის შედეგადაც დაკარგა მხედველობა. არმენაკი ბაშვობიდან გამოირჩეოდა ლექსებისა და სიმღერების მიმართ დიდი სიყვარულით. მას გააჩნდა სიმღერის შესრულების საოცარი ნიჭი და მღეროდა ისეთი გრძნობით, რომელიც სულში ჩამწვდომი იყო ყველა მსემენელისათვის. სწორედ ამიტომ ეწოდა „ჰავასი“ (სულშიმწვდომი). 1930 წელს ჰავასი საცხოვრებლად გადავიდა ახალქალაქში სადაც მან გაიცნო დამსახურებული მომღერლები აშო გრიგორიანი და არუთ დავთიანი, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით , რათა მის ლექსებს გაცნობოდა ფართო საზოგადოება. არმენაკ მარკოსიანის ლექსები და სიმღერები იბეჭდებოდა ადგილობრივ და ცენტრალურ გაზეთებში. 1944 წელს იგი საცხოვრებლად ერევანში გადავიდა, რათა მისი შემოქმედებისათვის ახალი გზები გაეხსნა. იგი ცხოვრების ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ერევანში სადაც მიენიჭა სახალხო მწერლისა და არტისტის წოდება. 
აღნიშნული ღონისძიება 1993 წლიდან ტრადიციად იქცა, რომელსაც სოფ. აიაზმის მოსახლეობა ყოველი წლის სექტემბერში აღნიშნავს. იქ შეკრებილ მოსახლეობას სახალხო ზეიმი „ჰავასობა“ საზეიმო ვითარებაში მიულოცა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ, საკრებულოს თავჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა იური ხჩოიანმა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა. ღონისძიება გაიხსნა საზეიმო კონცერტით სადაც მონაწილეობდა წალკის მუნიციპალიტეტის უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „თრიალეთი“, ასევე მოწვეულნი იყვნენ თბილისისა და ნინოწმინის სომხური ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები, მომღერლები რომლებმაც შეასრულეს არმენაკ მარკოსიანის ლექსები და სიმღერები. მათ კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. აიაზმაში შეკრებილ საზოგადოებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2551
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები