წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა
14 იან 2026
 

ც ნ ო ბ ა 

     წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა, არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2026 წლის 23 იანვარს, 11:00 საათზე, გაიმართება საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

  1. საკრებულოს სოციალურ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიების, ასევე საკრებულოს ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; 
  2. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიების, ასევე საკრებულოს ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
  3. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიების, ასევე საკრებულოს ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“;
  4. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიების, ასევე საკრებულოს ფრაქციების დასკვნები განკარგულების პროექტზე „მუნიციპალური ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
  5. საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები განკარგულების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 198
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები