ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა, არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2025 წლის 22 დეკემბერს, 10:30 საათზე, გაიმართება საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
- წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სოციალურ საკითხთა კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე "წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ";
- წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
- წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“;
- წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე "წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ";
- წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები განკარგულების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“.



შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
პეტიციები
აუქციონები
პროექტები
ბიუჯეტი
გამოკითხვა








































