ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა, არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2026 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათზე, გაიმართება საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
- საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე "წალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
-
საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე "წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ";
-
საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები განკარგულების პროექტზე „მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო სერვიტუტის ფორმით გადაცემაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“.



შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
პეტიციები
აუქციონები
პროექტები
ბიუჯეტი
გამოკითხვა








































