წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრები წალკის მუნიციპალიტეტში
08 ივლ 2019
 

საინფორმაციო შეხვედრები წალკის მუნიციპალიტეტში


25, 26 ივნისაა და 3 ივლისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბეშთაშენში, გუმბათსა და ბარეთის თემში  ადგილობრივ მოსალეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

მოსახლეობასთან პირისპირ დიალოგის რეჟიმში ყურადღება გამახვილდა საქართველო ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწეულ წარმატებებზე, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული რეფორმები, ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკა, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების მნიშვნელობა.

 

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება წალკის მუნიციპალიტეტში, რომელიც მრავალეთნიკურობით გამოირჩევა. ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას საინფორმაციო-ბეჭდური მასალები (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენაზე შედგენილი) გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2378
 
 
 
სიახლეები
ივლ 03 პარ 2026
648
ივნ 10 ოთხ 2026
757
აპრ 06 ორშ 2026
910
აპრ 06 ორშ 2026
793
აპრ 06 ორშ 2026
879
აპრ 06 ორშ 2026
883
აპრ 06 ორშ 2026
981
იან 28 ოთხ 2026
1126
ივლ 07 ორშ 2025
1335
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები