წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა
13 თებ 2026
 

ც ნ ო ბ ა 

     წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა, არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2026 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათზე, გაიმართება საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

  1. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე "წალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
  2. საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე "წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ";

  3. საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები განკარგულების პროექტზე „მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო სერვიტუტის  ფორმით გადაცემაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 173
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები