წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომის ცნობა
10 დეკ 2025
 

ც ნ ო ბ ა

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. 22-ში, 2025 წლის 17 დეკემბერს, 11:00 სთ-ზე, გაიმართება საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

    1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;

    2. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“;

    3. დადგენილების პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ;

    4. დადგენილების პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;

    5. დადგენილების პროექტი "წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ".

    6. დადგენილების პროექტი "წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ".

     
     
    მნახველთა რაოდენობა: 237
     
     
     
    საკრებულოს სხდომის ცნობა
     

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები