წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. #22-ში, 2023 წლის 30 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი გამართავენ საჯარო შეხვედრას ამომრჩევლებთან და წარუდგენენ მათ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს საჯარო ანგარიშის განხილვას.