ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22ში, 2023 წლის 18 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება წალკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. ადამიანის უფლებათა რეალიზებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაძლიერების სტრატეგია 2023-2025;
2. ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის გაცნობა;
3. გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ბსჯელობა.