ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2023 წლის 15 მარტს საკრებულოს კომისიების სხდომებზე განხილული იქნება განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ“
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხდომები გაიმართება შემდეგი გრაფიკით:
1. 15/03/2023 წ. 10:00-საათზე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;
2. 15/03/2023 წ. 11:00-საათზე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია;
3. 15/03/2023 წ. 12:00-საათზე სოციალურ საკითხთა კომისია;
4. 15/03/2023 წ. 13:00-საათზე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია;
სხდომები გაიმართება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტის პროექტზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში (მისამართი ქ. წალკა არისტოტელეს ქუჩა N22 II-ე სართული) ან ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com არაუგვიანეს მ/წლის 15 მარტისა.