წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვა
14 ივლ 2026
 

წალკის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვა

წალკის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს „წალკის მუნიციპალიტეტის განვითარების 2026–2037 წლების სტრატეგიის“ და მისი 2026–2028 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება.

საზოგადოების ჩართულობისა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო განხილვისთვის წარმოგიდგენთ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს. დამატებით, დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ინდიკატორების პასპორტის პროექტიც, როგორც ტექნიკური დოკუმენტი.

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დოკუმენტებთან დაკავშირებული შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა არაუგვიანეს 2026 წლის 10 აგვისტოს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsalka.meria@gmail.com.

საჯარო განხილვის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა:

- თარიღი: 2026 წლის 30 ივლისი

- დრო: 13:00 საათი

- ადგილი: წალკის პირველი საჯარო სკოლის დარბაზი

საჯარო კონსულტაციის ფარგლებში მიღებული შენიშვნები და წინადადებები განიხილება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და, საჭიროების შესაბამისად, აისახება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციებში.

წალკის განვითარების სტრატეგია 2026-2037 წელი.

2026 -2037 წალკის-სამოქმედო გეგმა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 215
 
 
 
სიახლეები
ივლ 03 პარ 2026
218
ივნ 10 ოთხ 2026
304
აპრ 06 ორშ 2026
506
აპრ 06 ორშ 2026
416
აპრ 06 ორშ 2026
477
აპრ 06 ორშ 2026
512
აპრ 06 ორშ 2026
565
იან 28 ოთხ 2026
755
ივლ 07 ორშ 2025
1044
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები