წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმები წალკაში
22 სექ 2015
 

21 სექტემბერს წალკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის შენობაში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ბატონ პაატა ხიზანაშვილის ინიციატივიტა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.

„ოფთალმიჯი“-ს ექიმების სამედიცინო აქცია პირველად წალკის მუნიციპალიტეტში გაიმართა და იგეგმება ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. აქციის ფარგლებში ოფთალმოლოგ ექიმებმა უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება გაუწიეს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, ხოლო იმ მოქალაქეებს რომელთაც აღმოაჩნდათ თვალის დაავადება „კატარაქტა“, რომელიც იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას და ესაჭიროებათ ოპერაცია კლინიკა “ოფთალმიჯი“ შემდგომ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს ადგილზე ჩაუტარებს ქირურგიულ მომსახურებას (ოპერაცია). უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე და გამგებლის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4151
 
 
 
განცხადებები
იან 14 ოთხ 2026
164
იან 14 ოთხ 2026
166
დეკ 23 სამ 2025
232
დეკ 23 სამ 2025
189
დეკ 23 სამ 2025
194
ნოემ 11 სამ 2025
292
ივნ 27 პარ 2025
396
ივნ 04 ოთხ 2025
404
აპრ 17 ხუთ 2025
650
აპრ 02 ოთხ 2025
662
მარ 18 სამ 2025
612
ივლ 26 პარ 2019
2174
ივლ 25 ხუთ 2019
2281
აგვ 05 პარ 2016
3229
ივლ 29 პარ 2016
3292
ივლ 27 ოთხ 2016
3146
ივლ 26 სამ 2016
3109
ივლ 19 სამ 2016
3171
ივლ 19 სამ 2016
3229
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები