წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და წალკის საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა, სკოლის მოსწავლეებმა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრებითა და სახაალწლო წარმოდგენებით აღნიშნეს დამდეგი შობა- ახალი წლის მოახლოება.
ბაღში საახალწლო ღონისძიებას ესწრებოდა გამგებლის მოადგილე ემზარ გელოვანი და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა თანამშრომლები. გამგებლის მოადგილემ ბაღის პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს მიულოცა დამდეგი შობა - ახალი წელი და პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა, ასევე საახალწლო საჩუქრები გადაეცათ წალკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებსა და დაბა ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.