წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ოქმები

 

წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა საყურადღებოდ!
13 იან 2016
 

2016 წლის 1 იანვრიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედება დაიწყო.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილია წალკის  მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ერთეული.
სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს.

ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
● არის საქართველოს მოქალაქე;
● რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
● ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
სტატუსის მინიჭების მიზნით, წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე განცხადებით მიმართავს წალკის  მუნიციპალიტეტის გამგებელს.

განცხადებას სტატუსის მინიჭების თაობაზე აუცილებლად უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
● საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
● მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები; *
● ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
● სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების სახით, შესაძლოა წარმოდგენილ იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები: 
● დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას;
● საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული, განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე;  
● საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;
● უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს;
● იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;
● მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
● ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.

სავალდებულოა განცხადებას დაერთოს  ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან არანაკლებ 2 დოკუმენტისა.
 ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის გამგეობას საკუთარი ინიციატივით დაწყებული აქვს ადმინისტრაციული წარმოება სტატუსის მინიჭების თაობაზე იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს მთავრობის N591 დადგენილების 17-ე მუხლის   2-ე პუნქტის   თანახმად:
ა) არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძვნებულ პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები და შესაბამისად დასაქმებულნი არიან/ირიცხებიან/ მათი შვილები ირიცხებიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე.
ბ)რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.
გ)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ოჯახი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მაღალმთიანი დასახლება, ამ წესის ამოქმედების თვის მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.

 

 
ganckhadeba.jpg
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1616
 
 
 
ოქმები
იან 14 ოთხ 2026
393
იან 14 ოთხ 2026
430
დეკ 23 სამ 2025
505
დეკ 23 სამ 2025
450
დეკ 23 სამ 2025
488
ნოემ 11 სამ 2025
641
ივნ 27 პარ 2025
621
ივნ 04 ოთხ 2025
660
აპრ 17 ხუთ 2025
886
აპრ 02 ოთხ 2025
925
მარ 18 სამ 2025
833
ივლ 26 პარ 2019
2441
ივლ 25 ხუთ 2019
2508
აგვ 05 პარ 2016
3465
ივლ 29 პარ 2016
3532
ივლ 27 ოთხ 2016
3383
ივლ 26 სამ 2016
3318
ივლ 19 სამ 2016
3431
ივლ 19 სამ 2016
3480
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები