წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

უმცირესობათა ენების ევროპული ქარტის პრეზენტაცია წალკაში
29 ივნ 2015
 

დღეს 29 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბერძენ მოსახლეობასთან რეგიონული  ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის შესახებ. რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია წარმოადგენს ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც ხელს უწყობს იმ უმცირესობათა ენების დაცვას, რომლებზეც ტრადიციულად საუბრობენ ქვეყანაში.

შეხვედრის ძირითად  მიზანს  წარმოადგენდა  ქარტიის რატიფიცირებისა და მისი შემდგომი განხორციელებისათვის  წინაპირობების შექმნა, ქარტიაზე ზოგადი ცნობიერების ამაღლება  და უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის  ხელშემწყობი  საგანმანათლებლო, ლინგვისტური და კულტურული ღონისძიებების / ასპექტების ხელშეწყობა. მათ ბერძენ მოსახლეობას გააცნეს ენათა ევროპული ქარტიის რატიფიცირების  მნიშვნელობა რომელიც ხელს შეუწყობს იმ ენების დაცვას რომელზედაც საუბრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები მათ შორის თურქული  (ურუმეული)  ენა, ვინაიდან აღნიშნულ  ენაზე საუბრობენ წალკაში მცხოვრები ბერძნები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - ალექსანდრო სავარისი, პროექტის ოფიცერი - მარიამ წიქვაძე, რეინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - თინათინ ღორღელიანი, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ილია საბაძე და გამგებლის მოადგილე - ფეოხარ პარასკევოვი.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2586
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები