წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ანსამბლი „თაობა“ ფესტივალ „კავკასია 2015“ ლაურიატის დიპლომით დაჯილდოვდა
22 ივლ 2015
 

წალკის მუნიციპალიტეტის  კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „თაობა“, მათი ქორეოგრაფი ფატმან ბოლქვაძე და ლოტბარი მანანა დუმბაძე  საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფოლკლორულ (ქორეოგრაფია) ფესტივალში „კავკასია - 2015“  მონაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისათვის დაჯილდოვდნენ  ლაურიატის  დიპლომით.

ფესტივალი  გაიმართა 2015 წლის 5-9 ივლისს ქ. ქობულეთში. ასევე  ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი კახა ვანაძე „ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის“  საპატიო წოდებითა და მედლით დაჯილდოვდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2949
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები