წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მუნიციპალიტეტში ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
02 ივლ 2015
 

წალკის მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების მუნიციპალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

2015 წლის 01 ივლისს 12:00სთ-ზე წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო მაგიდის ირგვლივ შეიკრიბა წალკის მუნიციპალიტეტის პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების მუნიციპალური სამუშაო ჯგუფი. აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე. ჯგუფის ფუნქციებში შედის: 1. ეფექტური ეპიზოოტური საკარნტინო ღონისძიებების განხორციელება; 2. პირუტყვის გადასარეკი ტრასის მონიტორინგი/პატრულირება სეზონური გადარეკვის დროს კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით; 3. სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით; 4. ინფორმაციის მიღება მოსახლეობისგან სპეციალური „ცხელი ხაზი“-ს მეშვეობით; 5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირუტყვის დაავადებების, შესაძლო ბუნებრივი კატასტროფების, საძოვრების ფაქტობრივი მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირების უზრუნველსაყოფად; 6. სოფლის საძოვრების გონივრული მენეჯმენტის დანერგვა მათი მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენების მიზნით. 
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „MersyCorps”-ის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის ფუნქციები, განისაზღვრა აგრეთვე კონკრეტული პასუხისმგებელი პირები და დაიგეგმა შემდგომში განსახორციელებელი სამუშაოები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2435
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები