წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ACF”-ის ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი წალკაში
31 ივლ 2015
 

დღეს 31 ივლისს სოფ. არწივანში წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ, საკრებულოს თავჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წალკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის  ACF (ეისიეფ) მიერ დაფინანსებულ პროექტში გამარჯვებული ფერმერის უშანგი ბოლქვაძის კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოინახულეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ACF (ეისიეფ) ბიზნესზე  ორინტირებული ფერმერთა მცირე ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის, პროდუქტის ხარისხის, ასევე მათი ეროვნულ და საექსპორტო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებსა და საგრანტო პროგრამებს. საგრანტო პროგრამის ფარგლებში  წალკის მუნიციპალიტეტში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩა ფერმერი უშანგი ბოლქვაძე და მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის 1 ჰექტარზე  ზემო აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის 60% თანადაფინანსებით დაირგო ჰოლანდიიდან ჩამოტანილი „ელიტა“ კლასის კარტოფილი, მოეწყო თანამედროვე საირიგაციო-სარწყავი სისტემა და შეძენილ იქნა ბელარუსის ტიპის ტრაქტორი რომელიც დღეს საკუთრებაში გადაეცა ფერმერს. 
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით. პროექტის წარმატებით განხორციელებაში  აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი ხელისუფლებაც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2629
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები