წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქველმოქმედო კონცერტი პატარა ქრისტინეს დასახმარებლად
27 აგვ 2015
 

დღეს 27 აგვისტოს 17:00 სთ-ზე წალკის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქველმოქმედო ფონდი „იმედის ხელი“-ს ინიციატივითა და „საქართველოს მოხალისეები“-ს მხარდაჭერით 2 წლის ქრისტინე სიდიანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

პატარა ქრისტინე წალკის მკვიდრია, იგი დაიბადა 2013 წლის 28 მარტს, მას დაბადებიდან გაუკეთდა ოპერაცია „მლივ ნაწლავის“ ატრეზიის გამო. შემდეგი ოპერაცია ჩაუტარდა ორი თვის ასაკში „სანაღვლე გზების ატრეზიის“ გამო. მას ყოველთვიურად სჭირდება სტაციონალური მკურნალობა, რომელიც ყოველთვიურად მედიკამენტებიანად ჯდება დაახლოებით 5000 ლარი. ამჟამად ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, იგი C-ჰეპატიტით არის დაავადებული და ღვიძლის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება საზღვარგარეთ, რომელიც 80 000 ევრო ჯდება. გარკვეული თანხა ოჯახს მობილიზებული აქვს, მაგრამ იმისათვის რომ თანხა სრულად შეგროვდეს და პატარა ქრისტინე გამოჯანმრთელდეს მას ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ოპერაციის გარეშე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის მომღერლებმა: პაატა ოდიშვილმა, კოკამ და ნინიმ, მარიამ ელეიშვილმა, ანი სირაძემ, ბოკა კვეკვესკვირმა, ემზარ იორდანიშვილმა, მარიამ კახელიშვილმა და ანა ქაშიბაძემ. კონცერტი წაიყვანეს პოეტებმა: ნანა ცინცაძემ და გიორგი მოსიაშვილმა. კონცერტს ესწრებოდნენ: წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, გამგეობისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლები და წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა.
კონცერტის მსვლელობისას, სცენაზე განთავსებულ მონიტორზე, ნაჩვენები იყო პატარა ქრისტინე სიდიანზე მომზადებული სპეც.სიუჟეტი. სპეციალურად დალუქული ყუთები, სადაც მოთავსებული იყო 2 წლის ქრისტინე სიდიანის დასახმარებლად შეგროვებული თანხა გაიხსნა კონცერტის ბოლოს, რომელსაც დაესწრნენ ქრისტინეს მშობლები, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წარმომადგენლები საქველმოქმედო ფონდი „იმედის ხელი“-ს წარმომადგენლები და სხვა პირები. აღნიშნულის შესახებ შედგა ოქმი რომელსაც ხელი მოაწერა თითოეულმა დამსწრემ, სადაც აღწერილი იქნა ყუთებიდან ამოღებული თითოეული კუპიურის რაოდენობა და საერთო ჯამი, რომელმაც შეადგინა 4 105 ლარი, ყუთებიდან ამოღებული თანხა გადაირიცხება ქრისტინეს დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2376
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები