წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასუფთავების აქცია სოფელ ბერთაში
18 სექ 2015
 

18 სექტემბერს „დავასუფთაოთ საქართველო“-ს კამპანიის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით სოფ. ბერთაში მოეწყო დასუფთავების აქცია დევიზით:

“ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა...” დასუფთავდა სოფ. ბერთას მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.
საქართველო უკვე მეხუთე წელია მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიაში ,,დავასუფთაოთ მსოფლიო’’, რომელიც დაფუძვდა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით და ემსახურება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და დღეისათვის მასში მონაწილეობას იღებს 135- მდე ქვეყანა.
აღნიშნული აქციის ჩატარებას საქართველოში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზებას უწევს პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველოს’’ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, კონსორციუმი (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო’’; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისი’’ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა’’). დასუფთავების აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა, წალკის პირველი საჯარო სკოლის, დაბა ბედიანის ბავშთა სახლის აღსაზრდელებმა და სკოლის მოსწავლეებმა, პროექტ „საქართველოს მოხალისე“-ს მოხალისეებმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2327
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები