წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „ძლიერი ქალები სოფლად“
25 სექ 2015
 

საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის OXFAM საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „ძლიერი ქალები სოფლად“, რომლის ფარგლებშიც 24 სექტემბერს 12:00 სთ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებთან.

აღნიშნული პროექტი დაიწყო 2014 წლის ოქტომბერში და ხორციელდება ხუთი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. პროექტის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ქალების როლის გაძლიერება, გააქტიურება თემსა და რეგიონში, საზოგადოების ინფორმირება ქალთა პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. ასევე პროექტის ფარგლებში რეგიონების მაშტაბით ყველა სამიზნე რეგიონში ჩამოყალიბდება ფერმერული კლუბები, ვინაიდან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია ფერმერთა კონსოლიდაცია რაც უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების შესაძლებლობების გაზრდას, აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
პროექტი ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის“ „ENPARD”-ის ფარგლებში პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი (EU)

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2534
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები