წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
30 ოქტ 2015
 

დღეს 30 ოქტომბერს 12 სთ-ზე წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ხაჩატურიანმა გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის მიზნით საჯარო შეხვედრა გამართეს ამომრჩევლებთან.

მათ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს წერილობითი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე ისაუბრეს დასრულებულ, მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 
შეხვედა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე. 
შეხვედრის დასასრულს წალკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს შეკრებილ მოსახლეობას მხარდაჭერისათვის და მზაობა გამოთქვეს შეხვედრაზე გამოთქმული პრობლემების დროულად მოგვარებისათვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2197
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები