წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკაში ფესტივალი „პოეზიის ინტეგრალები“-ს კონკურსი გაიმართა
25 ნოემ 2015
 

20 ნოემბერს წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა მხატრული კითხვის კონკურსი „პოეზიის ინტეგრალები“.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების კონკრეტულ პირობებში წარმოჩენა და განვითარება; ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება; ეროვნული უმცირესობების ქართულ ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა; პოლიეთნიკური ჯგუფების შექმნის ხელშეწყობა; ურთიერთშორის დამოკიდებულებებში ეთნიკური გაუცხოების აღმოფხვრა და დაახლოება ყოფით ურთიერთობებში.
კონკურსი გაიმართა ნომინაციაში „ქართველი პოეტების ლექსის მხატვრული კითხვა (დეკლამაცია). აღნიშნული პროექტის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის 28 სკოლაში უკვე ჩატარდა შიდა სასკოლო შერჩევითი ტური, თითოეულმა სკოლამ წარმოადგინა ორი კონკურსანტი, რომლებიც წარსდგნენ ჟიურის წინაშე. კონკურსანტებს აფასებდა კომპეტენტური ჯიური რომელიც დაკომპლექტებეული იყო: საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომლებისაგან, ასევე აღანიშნავია რომ ჟიურის ორი წევრი იყო ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია და ადგილობრივ თვითმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ პირველი.
აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა 3 კონკურსანტმა, რომლებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერთიფიკატებით, ამის შემდეგ გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება რუსთავის დრამატულ თეატრში.
კონკურსს ესწრებოდნენ: წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ემზარ გელოვანი, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2464
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები